მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეა ინფიცირების ყველაზე დაბალ დღიურ რაოდენობაზე აცხადებს - CNN

5e788759c5b1a
ნათია თაქთაქიშვილი
23.03.20 17:56
1017
სამხრეთ კორეა ინფიცირების ყველაზე დაბალ დღიურ რაოდენობაზე იუწყება. როგორც კორეის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა განაცხადა, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 64 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ CNN წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ვირუსმა ქვეყანაში გავრცელება დაიწყო. 29 თებერვლის მონაცემებით კი, სამხრეთ კორეაში ინფირებულთა საშუალო რაოდენობამ 909 ადამიანი შეადგინა.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 111 ადამიანი, გასული 24 საათის განმავლობაში დაიღუპა 7 ინფიცირებული.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში უკვე მეხუთე დღეა, კორონავირუსის შიდა გადადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. როგორც ცნობილია, ჩინეთში, ბოლო ერთ დღეში კორონვირუსის 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან არც ერთი არ ყოფილა ჰუბეის პროვინციაში.

ამასთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ კორონავირუსის ყველა ახალი შემთხვევა უცხოეთს უკავშირდება. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის 81, 093 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.