16.ოქტომბერი .2019 23:00

სამხრეთ კორეამ საპროცენტო განაკვეთები სამ თვეში მეორედ შეამცირა

views 275
უკან

სამხრეთ კორეის ცენტრალურმა ბანკმა უკანასკნელ სამ თვეში მეორედ, საპროცენტო განაკვეთები შეამცირა. კორეის ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოთხშაბათს საპროცენტო განაკვეთების შემცირება 1.50%-დან 1.25%-მდე გადაწყვიტა, რაც ბოლო ორ წელიწადში ყველაზე დაბალი ნიშნულია. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება გახდა. 

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის გასაძლიერებლად ივლისის ბოლოს ბანკმა უკვე შეამცირა საპროცენტო განაკვეთები 0.25 პუნქტით.

საპროცენტო განაკვეთის შემცირებით, სესხები იაფი ხდება, რაც კომპანიებს სხვა ფაქტორებთან ერთად, ინვესტიციების განხორციელებას უადვილებს.