მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციებისაგან თავის ასარიდებლად რუსული კომპანიები ჩინურ ბანკებში ანგარიშებს ხსნიან

622375aa947f3
BM.GE
06.03.22 00:06
1249
ჩინეთის სახელმწიფო ბანკის მოსკოვის განყოფილებამ ბოლო დღეებში რუსული კომპანიებისაგან ანგარიშის გახსნის შესახებ უამრავი განაცხადი მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედია სააგენტო Reuters-ს საკითხთან დაახლოებულმა პირმა მიაწოდა. როგორც ჩანს, უკრაინასთან საომარი მოქმედების გამო დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო და რუსული კომპანიები ჩინურ ბანკებთან თანამშრომლობას იწყებენ.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი ანგარიშების გახსნის მოთხოვნით 300-მდე კომპანიამ მოგვმართა“ – იუწყება Reuters-ი პიროვნებაზე დაყრდნობით, რომელიც ერთ-ერთი ჩინური ბანკის მოსკოვის განყოფილებაში მუშაობს და ბანკის ოპერაციებზე სრული წვდომა აქვს.

შეგახსენებთ, რომ დასავლური მთავრობები რუსულ ეკონომიკაზე წნეხის გასაძლიერებლად, რუსეთს საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან აძევებენ. საერთაშორისო კომპანიების ნაწილი კი რუსეთთან ყველანაირ თანამშრომლობას წყვეტს და მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ტოვებს.

რაც შეეხება ჩინეთს, ის სანქციებს წარდგენის პირველი დღიდან ოპონირებს. ჩინეთის მთავრობის განცხადებით, სანქციები არაეფექტურია და ქვეყანა რუსეთთან ნორმალურ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობას ინარჩუნებს.

ცნობისათვის, მოსკოვში რამდენიმე ჩინური სახელმწიფო ბანკი ოპერირებს. რუსეთის დედაქალაქში საკუთარი წარმომადგენლობა ჩინეთის ინდუსტრიულ და კომერციულ ბანკს, ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკს, ჩინეთის ბანკსა და ჩინეთის მშენებლობის ბანკს აქვთ. ოთხივე მათგანი მედიასთან კომენტარის გაკეთებისაგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს.

წყარო:forbes.ge