მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდი "ბორჯომი ლიკანის“ გაყიდვას მესამედაც შეეცდება

62a97a77d79f4
თელარა გელანტია
15.06.22 10:30
1082
საპარტნიორო ფონდი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის" გასხვისებას კიდევ შეეცდება. ამის შესახებ bm.ge-ს ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განუცხადა.

„ცხადია, ასეთი ტიპის საწარმო არ უნდა იყოს ფონდის მართვაში. ვფიქრობთ, "ბორჯომი ლიკანის“ სასტუმრო აუქციონზე გამოვიტანოთ და ამ გზით გაიყიდოს. მოგეხსენებათ ორჯერ იყო გამოტანილი. ფასი საკმაოდ მაღალია და მაშინ ვერ გაიყიდა. საბოლო ჯამში, ჩვენ მას გავასხვისებთ", - ამბობს დავით საგანელიძე bm.ge-სთან.

ინფორმაციისთვის: საპარტნიორო ფონდის" მიერ სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის" გაყიდვაზე გამოცხადებული აუქციონი ორჯერ ჩაიშალა. ჩაშლის მიზეზი გახდა ფაქტი, რომ ობიექტის შესყიდვის მიმართ ინტერესი არცერთმა ინვესტორმა არ გამოთქვა.

„საპარტნიორო ფონდი“ პოტენციურ ინვესტორებს სასტუმროს აქტივების 10-წლიან აღნაგობა/იჯარას სთავაზობდა. ამასთან, გამარჯვებული კომპანია სასტუმროს აქტივების შესყიდვის უფლებასაც იღებდა. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 30,052,326 აშშ დოლარი იყო.

სასტუმროს საკუთრებაში 156,600 კვ/მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელი "საპარტნიორო ფონდია". ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 151 ნომერს აერთიანებს.

ფონდმა ობიექტის რეალიზაციის/იჯარის მიზნით გაცემის მიზნით პირველი საჯარო აუქციონი 2019 წლის 6 დეკემბერს ჩაატარა, სასტუმროს შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი $37,565,408 აშშ დოლარი იყო, თუმცა აუქციონი ვერ შედგა მონაწილეების არარსებობის გამო.

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა “ბორჯომი ლიკანს” პანდემიამდე