მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპატრიარქოს ინფიცირებული თანამშრომელი ამბობს, რომ მისი კონტაქტების წრე დიდია

5e95844d1275c
ინგა მურუსიძე
14.04.20 13:35
3479
კორონავირუსით დაინიფიცირებული საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელი ამბობს, რომ მისი კონტაქტების წრე დიდია.

როგორც მან TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ამ დროისთვის მისი ინფიცირების წყარო უცნობია.

„ბოლოს საპატრიარქოში ორი დღის წინ ვიყავი და მერე სოფელ ხოვლეში ვიყავი. ამ ეტაპისთვის არ გვაქვს ინფორმაცია, საიდან შეიძლებოდა დავინფიცირებულიყავი. მე მაინც მგონია, რომ საპატრიარქოში არ გადამედებოდა, რადგან იქ დაცული ვართ. ყველას სიცხეს ვუზომავთ, ვინც საპატრიარქოში შედის. იქ ბევრ ხალხთან არ გვაქვს ურთიერთობა. შეიძლება აფთიაქში გადამედო, შეიძლება სოფელში, არ ვიცი. ორი კვირის განმავლობაში კონტაქტების წრე დიდია, თუმცა მათ შორის სასულიერო პირები არ არიან“, - განაცხადა საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელმა.