საპენსიო დანაზოგების 16% უცხოურ აქტივებში ჩაიდო. როგორც საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე ამბობს, სააგენტოში ჯამურად დაახლოებით 2.4 მილიარდი ლარია აკუმულირებული.
„ჩვენი მანდატის მიხედვით, უცხოეთში, დანაზოგების ჯამური თანხის 20%-ის ინვესტირება შეგვიძლია. მთელი პორტფელის დაახლოებით 16% უკვე ინვესტირებულია საქართველოს გარეთ. 9% აქციებშია, 7% კი ამერიკულ სახაზინო ობლიგაციებში. ამ 20%-იან ლიმიტს გაცილებით სწრაფად ავითვისებთ, ვიდრე ეს წლის ბოლომდე პერიოდია. ჩვენი დანაზოგები განვითარებულ ეკონომიკებში დაინვესტირდება", - განაცხადა მელიქიძემ.
ის ასევე განმარტავს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი უცხოურ ფასიან ქაღალდებში დაბანდება.
"უცხოეთში ინვესტირებას სამი მიზანი აქვს. პირველი რომ რისკები შევამციროთ და დივერსიფიკაცია მოვახდინოთ. მეორე მიზანია, რომ ინფლაციისგან დავაზღვიოთ. საქართველოში მაღალი ინფლაცია ძირითადად უცხოეთიდან გადმოეცემა, მათ ადგილობრივი ინსტრუმენტები ნაკლებად მოერევა. საჭიროა ისევ გლობალური ინსტრუმენტები. ანუ - მეორე ამოცანაა ინფლაციის გლობალური ინვესტირებით მაქსიმალურად დაზღვევა. მესამე კი მეტი დაცულობაა.
რაც შეეხება წელიწადში საშუალო მომგებიანობას, ამ კონკრეტული ინდექსის მომგებიანობა მაისის ბოლოდან 12-13% იყო. წელსაც ველოდებით 10%-მდე ან შეიძლება მეტ მაჩვენებელსაც - გააჩნია გლობალურად ინფლაცია როგორ იქნება. ინფლაცია მსოფლიოში საკმაოდ მაღალია, ამიტომ ვნახოთ როგორ განვითარდება ინფლაციური ფონი", - განმარტა მან „საქმის კურსში“.
ინფორმაციისთვის, საპენსიო დაგროვებით სისტემაში მილიონ 270 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული. წელიწადნახევრის განმავლობაში მოქალაქეების დაგროვილი საპენსიო თანხები ბანკებში, დეპოზიტებზე იდო და სარგებელი ერიცხებოდა, თუმცა საპენსიო სააგენტომ უკვე 2 თვეა ინვესტირება უცხოურ აქტივებშიც დაიწყო. ამ საქმეში საპენსიო სააგენტოს JP Morgan-ი ეხმარება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი