მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტომ დოლარის შესყიდვა დაიწყო

624eaefd76522
BM.GE
07.04.22 13:27
2410
საპენსიო სააგენტომ, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, მარტის თვის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში, სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზეა განთავსებული და მოიცავს ინფორმაციას საინვესტიციო ამონაგების, აქტივების განაწილების და პორტფელის რისკის პარამეტრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

2022 წლის მარტის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის აქტივების წმინდა ღირებულება 2.23 მილიარდ ლარს შეადგენს. ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით 34.6%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 3.15% შეადგინა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდმა დაიწყო დოლარის შესყიდვა და 31 მარტის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 4.2% დოლარშია ინვესტირებული.

2022 წლის 6 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულია 1 მილიონ 265 ათას მონაწილე. საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხულმა სარგებელმა კი 318 მილიონი ლარი შეადგინა. დაგროვებითი პენსიით დღეისათვის 1,698-მა ადამიანმა ისარგებლა.