ბოლო თვეებში საინვესტიციო მოგებით საპენსიო სისტემის პორტფელებს შორის დინამიკური ლიდერობს - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც სააგენტომ მედიას დღეს წარუდგინა.
ამავე ანგარიშით ვიგებთ, რომ დღეისთვის საპენსიო სააგენტოს აქტივების 73% დინამიკურ პორტფელშია განთავსებული და მისი მოცულობა 3.1 მლრდ ლარს შეადგენს. ამ პორტფელში მონაწილე 900 000 მონაწილის საპენსიო დანაზოგების განაწილება ასეთია:
დეპოზიტები - 44.8%;
გლობალური აქციები - 20.5%;
საქართველოს სახაზინო ობლიგაციები - 18.7%;
მიმდინარე ანგარიშები - 14.7%;
ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები - 0.7%;
ევროობლიგაციები - 0.6%.
კონსერვატიულ პორტფელში მთლიანი აქტივების 11.6%-ია თავმოყრილი 150 000 მონაწილის - 499 მლნ ლარს მოიცავს. დაბალანსებულში 15.2% - 653 მლნ ლარი და 200 000 მონაწილე.
20 დეკემბრის მონაცემებით, საპენსიო ფონდის მონაწილეთა რაოდენობა 1 297 000-ია. ამასთან 6 900-მა მონაწილემ დაგროვებითი საპენსიო სისტემით უკვე ისარგებლა და ჯამში ამ ბენეფიციარებზე პენსიის სახით 20.8 მლნ ლარი გაიცა. საპენსიო აქტივების ჯამური ზომა 4.3 მლრდ ლარია, ხოლო ფონდის გაშვებიდან დღემდე საინვესტიციო მოგებამ 834 მლნ ლარი შეადგინა. აქედან 401 მლნ ლარი 2023 წელს მიღებული საინვესტიციო მოგებაა.