მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს დირექტორობა 88 პირს უნდა - განაცხადების მიღება დასრულდა

5f532d30832ae
თელარა გელანტია
05.09.20 10:40
1336
საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტის დასაკავებლად მეორედ გამოცხადებულ კონკურსში 88 განაცხადი შევიდა.

როგორც bm.ge-ის სააგენტოში განუცხადეს, ამჟამად განაცხადების განხილვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება შედგება. კონკრეტული ვადები განსაზღვრული არაა.

შეგახსენებთ: კონკურსის მეორედ გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს პირველი კონკურსის მონაწილე 120 კანდიდატიდან სააგენტოს დირექტორობისთვის არავინ მოეწონა.

სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება. დირექტორობის კანდიდატს ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება უნდა ჰქონდეს, ასევე, სასურველია კანდიდატს გააჩნდეს აქტივების მართვის გამოცდილება ან/და საპენსიო სქემების პრინციპების ცოდნა. გარდა ამისა, სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. ამასთან, ვაკანსიის განაცხადის მიხედვით, კანდიდატს მინიმალური განათლება ბაკალავრის ხარისხი უნდა ჰქონდეს და ინგლისური უნდა იცოდეს C2 დონეზე.

კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სსიპ საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეს და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე ოლივერ რუსო შედიან.

ცნობისთვის, საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 2020 დეკემბერში ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ამ დროის განმავლობაში სააგენტოს დირექტორის მოვალეობას გიორგი ჭიჭინაძე ასრულებს.