მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტო 6 თვეა დირექტორის გარეშეა - როდის გამოცხადდება კონკურსი?

საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტოს 6 თვეა ხელმძღვანელი არ ჰყავს. სააგენტოს დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2023 წელის ივნისში გიორგი დანელიამ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.

ვინ ნიშნავს საპენსიო სააგენტოს დირექტორს?

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორს სამეთვალყურეო საბჭო ირჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს კონკურსის წესით, 5 წლის ვადით. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო შედგება 4 წევრისაგან, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა მინისტრისაგან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისაგან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისაგან. სწორედ სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობას, გარდა საინვესტიციო საქმიანობისა.

როდის გამოცხადდება საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორის შესარჩევი კონკურსი?

BMG-ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კონკრეტული თარიღი არ უთხრეს, მაგრამ მოგვწერეს, რომ “საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო უახლოეს ხანებში შეიკრიბება და კონკურსის გამოცხადების პირობების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს”.

ამჟამად, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობას გიორგი ჭიჭინაძე ასრულებს. შეგახსენებთ: გიორგი დანელიამდე, საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა, ასევე, ვადაზე ადრე დატოვა ლევან სურგულაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები