მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საპონერია“ თმის მოვლის საშუალებების დამატებაზე მუშაობს - გეგმები

645baab1e76f2
ნანუკა ნარიმანიძე
14.05.23 11:27
545
ხელნაკეთი საპნებისა და სპა პროდუქტის მწარმოებელი კომპანია “საპონერია” ძალიან მალე თმის ხაზს დაამატებს - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ანი კაჭკაჭიშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.

„ჩვენი თმის მოვლის საშუალებები სატესტო რეჟიმშია და გაყიდვაში ორ-სამ კვირაში ჩაეშვება, მომხმარებელს შამპუნებს, თმის ნიღბებსა და თმის ზეთებს შევთავაზებთ“, - დასძინა მან.

2022 წელზე საუბრისას დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ბაზარზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა და კომპანია ახალი ფილიალების დამატებას თბილისსა და ბათუმშიც აპირებს, კერძოდ - ბათუმში ფილიალი მაისის ბოლოს, 20 000 ლარიანი ინვესტიციით გაიხსნება.

„2022 წელი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, გავხსენით საწარმო და მაღაზია. ოპერირება სულ სხვა ეტაპზე გადავიდა, რამაც მომხმარებელში ძალიან დიდი ინტერესი და ნდობა გააჩინა. რადგან პროდუქტზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, მიმდინარე წელს ბათუმსა და თბილისის აეროპორტში ორი ობიექტის დამატება გადავწყვიტეთ“, - განმარტა მან.

გარდა ამისა, კომპანია პროდუქტის ონლაინგაყიდვების განვითარების მიზნით, სულ მალე ვებგვერდს ჩაუშვებს.

ცნობისთვის: „საპონერია“ საქართველოს ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. ბრენდი მომხმარებელს 60-მდე სახის პროდუქტს სთავაზობს. აღსანიშნია ისიც, რომ 2022 წელს “საპონერიამ” პროექტ "შარქ თენქში" 80 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რაც ახალი ობიექტის გახსნას მოხმარდა. კომპანია დღეს 11 ადამიანს ასაქმებს. პროდუქციის შეძენა მსურველებს ონლაინ პლატფორმებსა და ბრენდის ფილიალში, დიმიტრი არაყიშვილის #8 ნომერში შეუძლია.