მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპროტესტო აქციების გამო, ირანში ინტერნეტი გათიშეს

5dd2508a4e481
მიხეილ ხაჩიძე
18.11.19 13:20
1284

საპროტესტო აქციების გამო, ირანში ინტერნეტი გათიშეს. როგორც უცხოური მედია წერს, მას შემდეგ, რაც ბენზინზე დაწესებულ კვოტებსა და ფასების ზრდას ქვეყანაში მასშტაბური აქციები მოჰყვა, ხელისუფლებამ ინტერნეტის მასობრივი გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო.


ირანის კომუნიკაციების სამინისტროს წარმომადგენელის განცხადებით, ინტერნეტის გათიშვის გადაწყვეტილება სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების გამო მიიღეს.



ირანში ბენზინის საცალო გაყიდვებზე კვოტები გასული კვირის ბოლოს დააწესეს. ახალი რეგულაციით, ადგილობრივები, რომლებიც მანქანებით გადაადგილდებიან, თვეში მხოლოდ 60 ლიტრი ბენზინის შეძენას შეძლებენ. ცალკე კვოტაა გათვალისწინებული ტაქსის მძღოლებისთვის - ისინი თვეში 400 ლიტრ ბენზინს იყიდიან. მოტოციკლებისთვის კი, თვეში 25 ლიტრი ბენზინის ლიმიტი განისაზღვრა.


ამავდროულად, ქვეყანაში საწვავის ფასები საგრძნობლად გაიზარდა. არსებული მონაცემებით, ლიტრი ბენზინი 50%-ით 15 ათას ირანულ რიალამდე გაძვირდა, რაც დაახლოებით, 13 აშშ ცენტია. მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას კი, ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.