მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ჩინეთში ღვინის იმპორტიორთა ათეულშია - AAWE

644a32668d2b2
BM.GE
27.04.23 12:39
807
ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მონაცემებით, 2022 წელს ჩინეთმა 1.43 მლრდ დოლარის ღვინო შეიძინა, საიდანაც 15 მლნ საქართველოზე მოდის.

როგორც ასოციაციაში ამბობენ, ღვინის ამ მაჩვენებლით საქართველო ღვინის იმპორტიორთა შორის მე-10 ადგილზეა.

„ჩინეთს საქართველო მნიშვნელოვან ბაზრად განიხილავს. ქართველი მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ პანდემიის შემდეგ ჩინეთის ბაზრის გახსნა ღვინის ექსპორტის ზრდასაც გამოწვევს“, - ნათქვამია ასოციაციის ინფორმაციაში.

საქსტატის მონაცემებით, წელს 3 თვეში საქართველომ ამ ბაზარზე 2.6 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა.

რაც შეეხება თავად ჩინეთის ბაზარს, აქ ღვინის იმპორტიორთა შორის საფრანგეთი ლიდერობს. ამ ქვეყნიდან ჩინეთმა 662 მლნ დოლარის ღვინო შეიძინა. მეორე ადგილზეა ჩილე - 336.7 მლნ დოლარით, სამეულში შედის იტალია - 135.6 მლნ დოლარით.