მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო და უკრაინაც მიიჩნევენ საზღვრის დარღვევას პროვოკაციულ ქმედებად - იან კელის პასუხი მიხეილ ულიანოვს

616bb7f57961a
თამთა ჯიჯავაძე
17.10.21 09:46
2289
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი „ტვიტერზე“ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის წარმომადგენლის მიხეილ ულიანოვის პოსტს ეხმაურება. „საქართველო და უკრაინაც მიიჩნევენ საზღვრის დარღვევას „პროვოკაციულ ქმედებად“, რასაც ძალიან ნეგატიური შედეგები აქვთ (მათთვის ნებისმიერ შემთხვევაში)“, - წერს იან კელი და მიხეილ ულიანოვის "ტვიტს" აზიარებს, სადაც ულიანოვი იაპონიის ზღვაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

„არ არის რეკომენდებული სახელმწიფო საზღვრის დარღვევა, განსაკუთრებით რუსეთის საზღვრის. ასეთ პროვოკაციულ ქმედებებს შესაძლოა ძალიან ნეგატიური შედეგები მოჰყვეს“, - წერს ულიანოვი.

აღსანიშნავია, რომ Reuters-ის ცნობით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მათ იაპონიის ზღვაში თავიანთი წყალქვეშა გამანადგურებელი ხომალდი Admiral Tributs-ი გაგზავნეს მას შემდეგ, რაც ამერიკულმა გამანადგურებელმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოს საზღვრის დარღვევა სცადა. აღნიშნულ ინფორმაციას ვაშინგტონში უარყოფენ.