მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაციით მე-16 ადგილზეა - IMF

6166d36614ca4
შოთა ტყეშელაშვილი
13.10.21 16:40
1057
საქართველო მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაციით მსოფლიოში მეთექვსმეტე ადგილზეა - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გამოქვეყნებულ გლობალურ ეკონომიკურ მიმოხილვაში არის საუბარი. ფონდის პროგნოზის თანახმად, 2021 წლის ბოლოს საქართველოში 13.05%-ის ინფლაცია იქნება - უფრო მაღალი ინფლაცია მხოლოდ 15 ქვეყანაში არის მოსალოდნელი. ამასთანავე, IMF პროგნოზირებს, რომ 2022 წლიდან ინფლაცია 3.17%-მდე შემცირდება.

2021 წლის ბოლოსთვის სავალუტო ფონდის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაცია შემდეგ ქვეყნებში იქნება:

1 ვენესუელა - 2,700%;
2 სუდანი - 115%;
3 სურინამი - 48%;
4 იემენი - 45%;
5 ზიმბაბვე - 40.9%;
6 ირანი - 30%;
7 ზამბია - 23.2%;
8 ანგოლა - 22%;
9 ლიბია - 21.1%;
10 თურქეთი - 16.7%;
11 თურქმენეთი - 16%;
12 კომორის კუნძულები - 15.6%;
13 ნიგერია - 14.9%;
14 ჰაიტი - 14.9%;
15 სიერა ლეონე - 14.6%;
16 საქართველო - 13.05%.

წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო 10 წლის რეკორდი მოხსნა. არსებულ ვითარებაში, როგორც ეროვნული ბანკი, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები პროგნოზირებენ, რომ 2022 წლიდან ინფლაცია შემცირდება.