საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 11 თვეში რუსეთში 150 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, რაც ჯამური ექსპორტის 64%.
რუსეთი ქართული ღვინისთვის მთავარ საექსპორტო ბაზრად რომ რჩება, მოკლევადიან ეფექტად მიაჩნია ღვინის ეროვნულ სააგენტოს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი BMG-სთან თვის დასაწყისში განმარტავდა, რომ რუსეთის წილის ზრდას ომის გამო შექმნილ ვითარებას უკავშირდება.
„ემბარგოსა და სხვა ფაქტორების გამო რუსეთის ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების დეფიციტი შეიქმნა. შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 35-40%-ით ნაკლები ალკოჰოლური პროდუქცია შედის რუსეთის ბაზარზე. ბუნებრივია ბაზარი ცდილობს ეს დეფიციტი შეავსოს. სწორედ ეს განაპირობებს ასე გაზრდილ მოთხოვნას ალკოჰოლურ სასმელებზე. ვფიქრობ, ეს გრძელვადიანი პერსპექტივა არ არის და ომით გამოწვეულ შედეგებზე ბაზრის მყისიერი რეაქციაა“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.
რაც შეეხება სხვა საექსპორტო ბაზრებს, მეორე ადგილზეა პოლონეთი, სადაც ღვინის ექსპორტი 1.7 მლნ დოლარით არის გაზრდილი. ომის მიუხედავად სამეულშია უკრაინა, სადაც 11.5 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, თუმცა ეს მაჩვენებელი განახევრებულია.
TOP -10 საექსპორტო ბაზარი
1. რუსეთი - 150 მლნ დოლარი;
2. პოლონეთი - 13.8 მლნ დოლარი;
3. უკრაინა - 11.5 მლნ დოლარი;
4. ჩინეთი - 11.4 მლნ დოლარი;
5. ყაზახეთი - 9.4 მლნ დოლარი;
6. ბელარუსი - 6.29 მლნ დოლარი;
7. აშშ - 4.9 მლნ დოლარი;
8. ლატვია - 4.1 მლნ დოლარი;
9. გერმანია - 3.1 მლნ დოლარი;
10. ლიეტუვა - 1.9 მლნ დოლარი;
ცნობისთვის, საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ღვინის ეროვნული სააგენტო მომავალ წელს 10 114 015 ლარის დახარჯვას გეგმავს. თანხის გამარტივებული გზით დასახარჯად ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გამარტივებული შესყიდვა ითხოვა.
თანხა მოხმარდება 2023 წელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოს 15-მდე ქვეყანაში ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისაკენ მიმართულ ღონისძიებებს, მათ შორის: საერთაშორისო და ადგილობრივი დეგუსტაციების, კონკურსების, საერთაშორისო ღვინის კონფერენციების, გამოფენების და პრეს-ტურების მოწყობა-ჩატარებას, აგრეთვე მედია-კამპანიების განხორციელებას, სარეკლამო რგოლების, ქართული ღვინის სასწავლო სახელმძღვანელოს შექმნას, წარმომადგენლობითი და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას. საერთო ჯამში, მაღალხარისხიანი ქართული (მათ შორის ბოთლში ჩამოსხმული) ღვინის საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე მოხმარების პოპულარიზაცია და ზრდაა განზრახული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი