მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან სომხეთში ავტოექსპორტი $112 მილიონით, ანუ 96%-ით შემცირდა

5f89c2291aad4
შოთა ტყეშელაშვილი
17.10.20 14:46
1188
2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან სომხეთში მხოლოდ $4 მილიონის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები გავიდა ექსპორტზე. ეს 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით $112 მილიონი დოლარით, ანუ 96%-ით ნაკლებია. 

ცალკეული ქვეყნების მიხედვით, ყველაზე დიდი ვარდნა ავტოექსპორტს სწორედ სომხეთში ჰქონდა, მთლიანად ამ სფეროს შემოსავალი კი 2020 წლის 8 თვეში 37.2%-ით არის შემცირებული და $260 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ პერიოდში ავტოექსპორტის წამყვანი ბაზარი აზერბაიჯანი იყო, სადაც კლების ნაცვლად 5.8%-იანი ზრდა იყო, შედეგად ავტოექსპორტმა $156 მილიონი დოლარი შეადგინა. 

2020 წლის რვა თვის განმავლობაში საქართველოდან ყველაზე მეტი ავტომობილი შემდეგ ქვეყნებში გავიდა:

1) აზერბაიჯანი - $156 მილიონი დოლარი;
2) უკრაინა - $46.5 მილიონი დოლარი;
3) UAE - $13.6 მილიონი დოლარი;
4) რუსეთი - $7.9 მილიონი დოლარი;
5) ყირგიზეთი - $4.8 მილიონი დოლარი;
6) ტაჯიკეთი - $4 მილიონი დოლარი;
7) სომხეთი - $4 მილიონი დოლარი;
8) თურქეთი - $3.7 მილიონი დოლარი;
9) ყაზახეთი - $2.7 მილიონი დოლარი;
10) ერაყი - $0.8 მილიონი დოლარი.