მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ $500 მლნ-ის სესხი აიღო, კუპონის განაკვეთი 2.75%-ია

607880a25058b
BM.GE
15.04.21 22:04
3381
„ახლახან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75% - წერს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საკუთარ Facebook-ზე.

იგი მადლობას უხდის პროცესში ჩართულ საერთაშორისო და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებს.

„მადლობას ვუხდი ტრანზაქციაში მონაწილე ყველა საერთაშორისო (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard) და ადგილობრივ (TBC Capital და Galt & Taggart) საინვესტიციო ბანკს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტრანზაქციის აღნიშნული ეტაპის წარმატებით განხორციელებაში. ხვალ მედიასთან დეტალურად ვისაუბრებ ამ თემაზე“, - წერს ფინანსთა მინისტრი.

შეგახსენებთ, ახალი $500-მილიონიანი საგარეო ვალის აღება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირების მიზნით ხდება. ამ ვალის ძირი თანხის - $500 მილიონი დოლარის დაფარვის ბოლო ვადა 12 აპრილს იყო. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მათ ამ ვალდებულების დაფარვა გასულ კვირაში ბიუჯეტში არსებული თავისუფალი სახსრების (ნაშთის) მეშვეობით მოახდინეს.