მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ 7 თვეში $9.3 მლნ-ის ყავა შეიძინა - სად ვყიდულობთ პროდუქციას?

6131ccbcc333f
ვიქტორია მღებრიშვილი
04.09.21 10:11
1033
იანვარ-ივლისში საქართველოში 9.3 მლნ დოლარის ღირებულების 3 375.3 ტონა მოხალული ან მოუხალავი ყავა შემოვიდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში იმპორტირებული ყავის ღირებულება თითქმის 6%-ით გაიზარდა (2020 წლის 7 თვე - 8.8 მლნ დოლარი), მაშინ როდესაც რაოდენობრივად ყავის იმპორტი 3.2%-ით შემცირდა (2020 წლის 7 თვე - 3 490.08 ტონა).

საქსტატის მონაცემებში ჩანს, რომ მთავარი ბაზარი, სადაც ყავას ვყიდულობთ, ინდონეზიაა. TOP-10 საიმპორტო ქვეყნის ჩამონათვალი კი ასეთია:

1. ინდონეზია - 3.2 მლნ დოლარი, 1.7 ტონა;
2. რუსეთი - 1.2 მლნ დოლარი, 303.6 ტონა;
3. ვიეტნამი - 1.1 მლნ დოლარი, 614.2 ტონა;
4. იტალია - 1.0 მლნ დოლარი, 115.2 ტონა;
5. გერმანია - 803.2 ათასი დოლარი, 140 ტონა;
6. საფრანგეთი - 392.3 ათასი დოლარი, 44.3 ტონა;
7. სომხეთი - 339.1 ათასი დოლარი, 109.4 ტონა;
8. თურქეთი - 277.6 ათასი დოლარი, 45.7 ტონა;
9. ნიდერლანდები - 156.1 ათასი დოლარი, 27.5 ტონა;
10. უგანდა - 127.2 ათასი დოლარი, 76.8 ტონა.

ამ ქვეყნების გარდა, საქართველოში ყავის იმპორტი ავსტრიიდან, ბრაზილიიდან, ბულგარეთიდან, კამერუნიდან, ინდოეთიდან, ესპანეთიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, პოლონეთიდან და მცირე რაოდენობებით ბელარუსიდან, პორტუგალიიდან, უნგრეთიდან, უკრაინიდან, ჩეხეთიდან, ჩინეთიდან, ირლანდიიდან და სხვა ქვეყნებიდანაც განხორციელდა.

საქართველოდან მოხალული ან მოუხალავი ყავის საექსპორტო მოცულობები მცირეა და მიმდინარე წლის 7 თვეში სულ 242.3 ათასი დოლარის 86.5 ტონა ყავის ექსპორტი განხორციელდა. ძირითადი საექსპორტო ქვეყანა კი სომხეთი (138.7 ათასი დოლარი, 70.8 ტონა) და რუსეთი (73.9 ათასი დოლარი, 11.2 ტონა) იყვნენ.