მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველომ საერთაშორისო არეალზე კიდევ ერთი უდიდესი აღიარება მოიპოვა" - მარიამ ქვრივიშვილი

5f61d91053044
BM.GE
16.09.20 13:16
909
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განცხადება გააკეთა. მარიამ ქვრივიშვილმა ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია დღეა. ქვეყნისთვის, რომელიც ტრადიციულად ტურისტულად ძალიან აქტიურია. საქართველომ საერთაშორისო არეალზე კიდევ ერთი უდიდესი აღიარება მოიპოვა, როგორც ქვეყანამ, რომელიც მსოფლიოში პირველ, უპრეცედენტოდ მაღალი რანგის ღონისძიებას პანდემიის დროს მასპინძლობს. ეს არის მნიშვნელოვანი აღიარება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ის სწორად გადადგმული ნაბიჯები და წარმატებული ბრძოლის შედეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ პანდემიის დროს გასწია“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისხელმძღვანელის განცხადებით მასშტაბურიღონისძიება ხელს შეუწყობს მთელ მსოფლიოშისაქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯისგამყარებას.

„დღეს ღონისძიების მსვლელობისას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნისგან, დელეგატებისგან მოვისმინეთ არაერთი პოზიტიური შეფასება საქართველოს მიმართ, როგორც პრეცედენტული მოვლენა, რომ ჩვენ ვმასპინძლობთ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას. გაეროს მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე დასასწრებად 24 ქვეყნიდან 170-მდე დელეგატი ჩამოვიდა. გუშინ საშუალება მოგვეცა მათთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალი გაგვაცნო. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება, რაც ჩვენიქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას დაეხმარება მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივით და ცალსახად გაამყარებს იმ ძალიან ძლიერ მესიჯს, რაც გულისხმობს, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელმაც უმასპინძლა ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ყველა პროტოკოლისა და უსაფრთხოების დაცვით“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.