მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს 21 წლამდელთა ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის მასპინძლობა 115 მლნ უჯდება

647f00a20f785
შოთა ტყეშელაშვილი
06.06.23 14:20
943
2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველომ ფეხბურთში 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უნდა უმასპინძლოს. ჩემპიონატის ორგანიზებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება, მისი თქმით, 10 სპორტული ობიექტის რეაბილიტაციაზე სახელმწიფომ 115 მილიონი მილიონი ლარი დახარჯა. პრემიერმა დღეს მიხეილ მესხის სახელობის რეაბილიტირებული სტადიონი დაათვალიერა. 

ჩემპიონატს საქართველოსთან ერთად რუმინეთიც უმასპინძლებს, სადაც გახსნითი თამაშები გაიმართება, ხოლო ფინალი საქართველოში ბათუმის ახალ სტადიონზე უნდა გაიმართოს.

“10 ობიექტს ჩავუტარეთ რეაბილიტაცია, 115 მლნ ლარი დაიხარჯა ამ პროექტების განხორციელებისთვის, თბილისში მე დღეს დილით ვიმყოფებოდი, მოვინახულეთ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი და იქაც ანალოგიურად, სრულად განახლდა სტადიონი. აქ თქვენ ხედავთ, რომ ეს არს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი, 35 მლნ ლარი დაიხარჯა ამ ყველაფერში, თბილისში 32 მლნ ლარი დაიხარჯა, თუ არ ვცდები, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გასაახლებლად და მნიშვნელოვანია, რომ ეს დარჩება ჩვენს ქვეყანას, მომავალ თაობებს. ამას სჭირდება ახალ შენარჩუნება, განვითარება და ძალიანი მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა, ჩვენმა ახალგაზრდებმა გამოიყენონ ეს ყველაფერი.

მინდა მოგილოცოთ, მადლობა გადავუხადო ჩვენს მინისტრს, ირაკლის, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. მინდა მადლობა გადავუხადო მშენებელ კომპანია „დაგის“ და ფეხბურთის ფედერაციას. გილოცავთ, საქართველო არის მზად, რომ ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის (დინამოს) სტადიონზე, მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის ცენტრალურ და სათადარიგო სტადიონეზე, დავით პეტრიაშვილის და ბასას სახელობის სტადიონებზე. ასევე, ახალი საფეხბურთო სტადიონები აშენდა ბათუმში, ქობულეთში და წყალტუბოში.