მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს აეროპორტები მგზავრთნაკადს ნელ-ნელა იბრუნებენ - Tav Georgia

6075c0faa51dc
სალომე მეცხვარიშვილი
15.04.21 10:15
1020
საქართველოს აეროპორტები მზგავრთნაკადს ნელ-ნელა იბრუნებენ - როგორც თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია Tav Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე bm.ge-სთან აცხადებს, 2021 წლის მარტში 2019 წლის მგზავრთნაკადის 18% დაიბრუნეს, აპრილის პირველ კვირაში კი - 27%. თეა ზაქარაძე განმარტავს, რომ შედარება ძირითადად 2019 წელთან ხდება, რამდენადაც 2020 წელს აეროპორტები, პრაქტიკულად, გაჩერებული იყო.

"როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ავიცილოთ კოვიდ-19-ის გავრცელება და ამისთვისაა "ლოქდაუნიც" - ეს რომ ჩვენს საქმიანობაზე აისახება, ამაში მოულოდნელი არაფერია. ეს ხდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად, მსოფლიოში. არის აეროპორტები, რომლებიც შეზღუდვებით ოპერირებენ. ჩვენთანაც კონკრეტულ ქვეყნებთან არის გახსნილი საზღვრები და ცვალებადია ეს რეგულაციები.

წინაპირობა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ დატვირთვა და ავიაკომპანიები, არის ის, რომ სასწრაფოდ მოხდეს ვაქცინაცია, უფრო სწრაფი ტემპებით. დღეს რა რაოდენობაც არის აცრილი საქართველოში, ძალიან ცოტაა”, - აცხადებს თეა ზაქარაძე.

მისივე თქმით, იზრდება ავიაკომპანიების დაინტერესება, როგორც თბილისის, ასევე ბათუმის გაფართოებულ აეროპორტშიც.

“ბათუმის აეროპორტში ფრენას იწყებს Air Astana, რაც პირველად ხდება, რადგან აქამდე ეს ავიაკომპანია ბათუმში არ დაფრინავდა - ალმაატის მიმართულებით გვექნება სამი რეისი.

ბათუმში ასევე იწყებს ოპერირებას ავიაკომპანია El AL ბათუმი-თელავივის და თელავივი-ბათუმის მიმართულებით; ასევე Pegasus-ი იწყებს ყოველდღიურ რეისებს.

რაც შეეხება თბილისს, აქ იწყებს ოპერირებას Eurowings-ი, ეს ავიაკომპანია ჩვენს ბაზარზე შემოდის და იწყებს დიუსელდორფის მიმართულებით ფრენებს; ბოლო პროცედურული ეტაპია დარჩენილი, რომელსაც ვაგვარებთ და ისინი ივლისიდან აპირებენ ფრენების დაწყებას; ასევე Freebird airlines-ი იწყებს ანტალიის მიმართულებით რიესებს”, - აცხადებს თეა ზაქარაძე.