მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად ვაქცევდი - მამუკა ხაზარაძე

6380639008c1c
ვიქტორია მღებრიშვილი
25.11.22 11:07
3648
პოლიტიკური პარტია „ლელო - საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საქართველო 5 წელიწადში ამ ნახევარსფეროს ამომავალი ვარსკვლავი გახდებოდა. ამის შესახებ ყოფილი ბიზნესმენი და დღეს უკვე პოლიტიკოსი პირად გვერდზე ვიდეომიმართვაში საუბრობს.

მისი თქმით, საქართველოდან ემიგრირებული ქართველების დაბრუნება მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანამ სამეზობლოსა და რეგიონში საკვანძო როლი აღიდგინოს.

„5 წელიწადში, ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, საქართველოს გავხდიდი არამარტო რეგიონის არამედ ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. დარწმუნებული ვარ, ეს იქნებოდა და იქნება ადგილი, სადაც ჩვენს ემიგრანტებს საქართველოში სასწრაფოდ დაბრუნების და ამ პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი გაუჩნდებათ, რადგან მე დიდ ენერგიას და პოტენციალს სწორედ ამ ადამიანებში ვხედავ. ეს იქნება ადგილი, სადაც ინოვაცია და ტექნოლოგიები იქნება თავმოყრილი და ყველა ის ნიჭიერი ადამიანი, ჩვენი მოქალაქეები IT და სხვადასხვა ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად ჩამოვლენ.

საქართველო გახდება ნამდვილი კვანძი მისიით, რომ საქართველოს გარეშე არაფერი მნიშვნელოვანი სამეზობლოში და რეგიონში არ უნდა ხდებოდეს“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძემ ვიდეომიმართვაში.