მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ახალ მთავრობას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა

5fe4b89b4cbac
ინგა მურუსიძე
24.12.20 19:38
750
პარლამენტმა საქართველოს მთავრობა დაამტკიცა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა დღეს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მოსნენის შემდეგ გაიმართა.

გახარიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატების კითხვებს უპასუხა, მანამდე კი კვირის განმავლობაში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.

გახარიამ დეპუტატებს 2021-2024 წლებისთვის სამთავრობო პროგრამა - "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" მოისმინა.

გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

1. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი;
2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ლევან დავითაშვილი;
3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათელა თურნავა;
4. თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი;
5. იუსტიციის სამინისტრო - გოჩა ლორთქიფანიძე;
6. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძე;
7. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი;
8. საგარეო საქმეთა სამინისტრო - დავით ზალკალიანი;
9. ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი;
10. შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური;
11. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი.

რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის”, როგორც გახარია განმარტავს, მისი ძირითადი მიზანია, მთავრობის ახალი პროგრამის პანდემიით შექმნილი კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება, თითოეული მოქალაქისთვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება.

„პარალელურად, ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ ნაბიჯების გადადგმას და საგარეო ასპარეზზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას. შემდგომი წლების ძირითადი ამოცანა იქნება ქვეყნის ინსტიტუციური, ეკონომიკური და სოციალური მომზადება 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის. აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და განვითარების, ასევე ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ ოთხ საკვანძო მიმართულებაზე: ∙ საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ∙ ეკონომიკური განვითარება ∙ სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება ∙ სახელმწიფო მმართველობა თითოეული საკვანძო მიმართულება მოიცავს მთავრობის გაწერილ ხედვას და კონკრეტულ სამოქმედო ნაბიჯებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი", - ნათქვამია მთავრობის პროგრამაში.