საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) გაფართოების ეტაპი გრძელდება, BAG-ის კიდევ ერთი ახალი წევრი „ჯორჯიან მანგანეზი“ შეუერთდა.
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურისა და ზესტაფონის რაიონებში მანგანუმის მოპოვებისა და ფეროშენადნობების წარმოების 140 წლოვან ტრადიციას 2006 წლიდან აგრძელებს. ქვეყნის მთლიან ექსპორტში მას მე-4 ადგილი უკავია და 13 ათასამდე სამუშაო ადგილს ქმნის. ამ მაჩვენებლით ის ქვეყნის უმსხვილესი დამსაქმებელია, 7000 სამუშაო ადგილი უშუალოდ კომპანიის სტრუქტურაშია, დანარჩენი კი ქვე-კონტრაქტორების წილად მოდის.
„ჯორჯიან მანგანეზი“ ათწლეულების განმავლობაში ღია კარიერული წესით მადანგამოცლილი უბნების რეკულტივაციას ინტენსიურად ეწევა. 2018-2019 წლებში 70 ჰექტარზე მეტი ფართობის ტექნიკური და ბიოლოგიური რეკულტივაცია განახორციელა და ამ პროექტის ფარგლებში, მცირე-მიწიან ჭიათურის რაიონს ყოველწლიურად 50 ჰექტარ ახალ სავარგულებს შემატებს.
„ჩვენთვის მისასალმებელია ასეთი ძლიერი და განვითარებაზე ორიენტირებული ახალი წევრი. აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ NATIONAL BUSINESS AWARD-მა 2018-2019 წლების ბიზნეს რეიტინგების ყველაზე წარმატებულ კომპანიებს შორის დაასახელა. კომპანია ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად და ექსპორტიორად შეფასდა, ასევე ხაზი გაესვა მის აქტივობას რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. BAG კიდევ ერთხელ ულოცავს ჩვენს ახალ წევრს მიღწეულ შედეგებს და წარმატებებს ვუსურვებთ სამომავლო საქმიანობაში“ - განაცხადა BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა