მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბრწყინვალე რესურსი აქვს განახლებადი ენერგიების კუთხით - IFC

63612192c115a
BM.GE
01.11.22 19:55
600
საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის [IFC] რეგიონული უფროსი მენეჯერის ჩერილ ჰანვეის განცხადებით, ორგანიზაცია განახლებად ენერგიებში ინვესტირების საკითხს განიხილავს.

“საქართველოს აქვს ბრწყინვალე რესურსები განახლებადი ენერგიების კუთხით. ვგულისხმობ ჰიდრო და ქარის რესურსების, რაც შეიძლება დამხმარე იყოს იმ შემთხვევაშიც თუ ნალექი არ იქნება.

ეს ყველაფერი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს უპასუხოს საკუთარ ენერგო მოთხოვნებს. ასევე შეამციროს იმპორტი, რომელიც მზარდია, ძვირდება და კომპლექსური ხდება გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. ვგულისხმობ რეგიონზე მის გავლენას. ინვესტიციების კუთხით ნამდვილად ვუყურებთ განახლებად ენერგიებს, რათა მხარი დავუჭიროთ კონკრეტულად ქარის ენერგიას”,-აცხადებს ჩერილ ჰანვეი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკის სექტორისთვის დაანონსებული მხარდაჭერის მექანიზმი წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო სამ წელში ენერგეტიკის სექტორში 3 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციები განხორციელდება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა ასევე თქვა, რომ დაფინანსების ახალი მექანიზმით საქართველოს ჯამში 1 500 მეგავატი დადგმული სიმძლავრე შეემატება. საუბარია ე.წ CFD მექანიზმზე, რომელმაც ჯერ კიდევ 2017 წელს გაუქმებული PPA ხელშეკრულებები უნდა ჩაანაცვლოს.