მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს დიდ ქალაქებში ქუჩების დეზინფექცია ჩატარდება

5e86f6d5a3381
ინგა მურუსიძე
03.04.20 12:41
919
მინდა მივესალმო თბილისის მერის ინიციატივას, ქუჩებში ჩატარებული დეზინფექციის სამუშაოების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა რეგიონულ საკითხებში მრჩეველ სოზარ სუბარს დაავალა, მსგავსი ღონისძიებები მსხვილ რეგიონულ ქალაქებშიც ჩატარდეს.

„მინდა მივესალმო თბილისის მერის ინიციატივას, ქუჩებში ჩატარებული დეზინფექციის სამუშაოების თვალსაზრისით. აბსოლუტურად სწორი ღონისძიებაა, მისასალმებელია და მინდა ბატონ სოზარს ვთხოვო, რომ მსგავსი ღონისძიებები მსხვილ რეგიონულ ქალაქებშიც რომ ჩატარდეს. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ, ეს არის ის მარტივი, სწორი ნაბიჯები, რითაც ჩვენ შეგვიძლია ამ ინფექციის გავრცელებას ხელი შევუშალოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.