მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ექსპორტი $1.5 მილიარდამდე გაიზარდა - საექსპორტო საქონლის ტოპ 10

60d03cf41fe39
შოთა ტყეშელაშვილი
21.06.21 11:08
1168

2021 იანვარ-მაისში საქართველოს ექსპორტმა 1.54 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 14.4%-ით აღემატება. საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 9 დასახელების პროდუქტის ექსპორტი გაზრდილია. საქონლის რეიტინგში ექსპორტის ყველაზე მაღალი 95% და 93% ზრდები თხილის და სამკერვალო ნაწარმის ექსპორტში დაფიქსირდა.

2021 წლის პირველ 5 თვეში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფები იყო:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $327 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26.7%;



2. მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) - $165.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 7.2%;



3. ფეროშენადნობები - $144.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 32.1%;



4. ღვინოები - $85.7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 17%;



5. სპირტიანი სასმელები - $57.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 32.4%;



6. მინერალური და მტკნარი წყლები - $52.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 23.3%;



7. აზოტოვანი სასუქები - $45.9 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 17.7%;



8. მედიკამენტები - $36.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 0.7%;




9. თხილი და კაკალი - $33.7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 95.1%;



10. ტრიკოტაჟის (სამკერვალო) ნაწარმი - $29.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 93.4%


11. სხვა დანარჩენი საქონელი - $559 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 25.2%