მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სანქციებთან სრულ თანხვედრაში მოქმედებენ - აშშ

62e37eeb2f03b
გიორგი თოლორდავა
29.07.22 10:35
1483
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით ახალ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და ქვეყანაში არსებული ფინანსური ინსტიტუტები სრულ თანხვედრაში არიან დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არსებულ შეზღუდვებს სრულად აღასრულებენ.

„საქართველოს ეროვნული ბანკი და ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტები სრულ თანხვედრაში მოქმედებენ აშშ-ისა და სხვების მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან.

საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე ინსპექტირების დროს“, - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.