მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ფოსტა სამუშაო გრაფიკის ცვლილების შესახებ განცხადებას ავრცელებს

5e7310dc98dd8
BM.GE
19.03.20 10:27
742
საქართველოს ფოსტამ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, მიიღო გადაწყვეტილება არ შეწყვიტოს მომსახურების მიწოდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სერვისცენტრები მომსახურებას განაგრძობენ შემცირებული სამუშაო გრაფიკით, კვირაში 4 სამუშაო დღე, ორშაბათიდან - ხუთშაბათის ჩათვლით, 09:00-დან - 14:00 საათამდე,- ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, კომპანია გზავნილთა ბინაზე ჩაბარებას უზრუნველყოფს ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე.
აღნიშნული ცვლილებები განპირობებულია კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

„საქართველოს ფოსტა მოუწოდებს მომხმარებლებს საფოსტო სერვისების შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მისაღებად, ისარგებლონ რიგის ონლაინ რეზერვაციის სერვისით. აღნიშნული სერვისი საშუალებას მოგცემთ წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ სერვისცენტრში, ამით თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ რიგს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს ფოსტის ვებ გვერდზე - gpost.ge ან ქოლცენტრის მეშვეობით 032 224 09 09“,- ნათქვამია განცხადებაში.