13.აგვისტო .2022 22:43

„საქართველოს მედიაგარემო პლურალისტური, კონკურენტუნარიანია, მაგრამ ასევე პოლარიზებულია“

„საქართველოს მედიაგარემო პლურალისტური, კონკურენტუნარიანია, მაგრამ ასევე პოლარიზებულია“
views 961
უკან

„პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ასევე ძალზე პოლარიზებული“ - ასეა შეფასებული საქართველოს მედია გარემო ევროკომიის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების ყოველწლიურ ანგარიშს წარმოადგენს.

მათი შეფასებით, 2022 წელს საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხები გაუარესებულია.

„საქართველომ 2022 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა. ეს წარმოადგენს საქართველოში მედიის თავისუფლების მნიშვნელოვან გაუარესებას 2021 წელთან შედარებით, განსაკუთრებით ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან მიმართებაში. თავისუფლების სახლის (Freedom House) რეიტინგი შემცირდა და საერთო "თავისუფლების ქულა" არის 58/100 2022 წელს 60/100-თან შედარებით 2021 წელს და 61/100 2020 წელს. ულტრამემარჯვენე ჯგუფმა ალტინფომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სატელევიზიო მაუწყებლობის უფლება მოიპოვა“, - ნათქვამია დოკუმენტში.