მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მიერ EU-სთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან 7 წელი გავიდა

60d825e054e2b
BM.GE
27.06.21 11:11
494
2014 წლის 27 ივნისს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. ისტორიული შეთანხმებიდან დღეს 7 წელი გავიდა. 

ქვეყანაში ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს კარლ ჰარცელის განცხადებას შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობის შესახებ:

"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მე-7 წელს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა, რომელიც ჩვენი ახლო ურთიერთობის საიმედო დასაყრდენია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკური დოკუმენტია, ის ასახავს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და მიზნებს. იგი წარმოადგენს პოტენციალის გამოვლენის გასაღებს, რომლის მიზანიც ერთად გვაქვს დასახული.

გილოცავთ იუბილეს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს! იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის და მომავალ წლებში კიდევ უფრო დაახლოებისათვის,"- ნათქვამია ევროკავშირის ელჩის განცხადებაში. 

საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება 2014 წლის 18 ივლისს მოახდინა.