მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოქალაქეები საბანკო დანაზოგების 69%-ს უცხოურ ვალუტაში ინახავენ

6267fae00127d
შოთა ტყეშელაშვილი
26.04.22 18:08
1340
საქართველოს მოქალაქეებს კომერციულ ბანკებში სულ 15.7 მილიარდი ლარის დეპოზიტები აქვთ განთავსებული. ამ თანხის 69% ანუ 10.8 მილიარდი ლარი უცხოურ ვალუტაში არის განთავსებული. 

ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, რომ მარტში ფიზიკური პირების დეპოზიტების ლარიზაცია წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ამ კლების მიუხედავად, სტატუს კვო უცვლელია და მოქალაქეები საკუთარი თანხის უდიდეს ნაწილს ლარის ნაცვლად დოლარსა და ევროში ინახავენ. 

ვალუტების მიხედვით, აშშ დოლარზე 9.44 მილიარდი ლარის დეპოზიტები მოდის, ევროზე 1.25 მილიარდი ლარი, ხოლო გირვანქა სტერლინგზე მხოლოდ 100 მილიონი ლარი მოდის.