მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობა ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტს კრძალავს - განცხადება

5e2eeb2b9c218
შოთა ტყეშელაშვილი
27.01.20 17:52
2718
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. სამინისტროს ინფორმაციით, უწყების გადაწყვეტილებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა.

სამინისტროს განცხადება:

"საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა.

აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე.

გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სატყეო სამინისტროს ბაზრის ზედამხედველობის მთავარი სამმართველოს მიერ, 2020 წლის 26 იანვრის ბრძანება, რომელიც ცოცხალი ცხოველების (გარეული) ნებისმიერი სახით ვაჭრობის აკრძალვას უკავშირდება.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დეკორატიული კუს და დეკორატიული თევზების იმპორტი ხორციელდებოდა".