მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პორტებში საკონტეინერო გადაზიდვები 31%-ით შემცირდა

60cf8cbf13a97
შოთა ტყეშელაშვილი
20.06.21 23:00
1550
ეკონომიკის სამინისტრომ ქვეყნის სატრანსპორტო სექტორის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქართულ პორტებში საკონტეინერო ნაკადების მოცულობა წელს 31%-ით არის შემცირებული. 

2021 წლის იანვარ-აპრილში საკონეინერო ტერმინალებმა სულ 128,000 კონტეინერი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 57,100 კონტეინერით ნაკლებია. 

სტატისტიკიდან იკრვევა ისიც, რომ წელს ფოთის პორტის მთლიანი ტვირთბრუნა 18%-ით შემცირდა და პორტმა სულ 2.2 მილიონი ტონა ტვირთები გაატარა. მისგან განსხვავებით, გადაზიდვების 9%-იანი ზრდაა ბათუმის პორტში. 

საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვის მოცულობა 2021 წლის 4 თვეში ასეთი იყო:

• ფოთის პორტი - 2.2 მილიონი ტონა, კლება 18.5%;
• სუფსის საზღვაო ტერმინალი - 1.5 მილიონი ტონა, წინა წელთან შედაებით უცვლელია;
• ბათუმის საზღვაო ნავსადგური - 1.2 მილიონი ტონა, ზრდა 9%;
• ყულევის ტერმინალი - 0.6 მილიონი ტონა, წინა წელთან შედაებით უცვლელია.

რკინიგზამ კი წელს 4 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2020 წელთან შედარებით 11%-ით მეტია.