მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პორტებში საკონტეინერო ნაკადი 24%-ით შემცირდა

61150c40c1d5e
BM.GE
12.08.21 15:47
834
ეკონომიკის სამინისტრომ ქვეყნის სატრანსპორტო სექტორის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქართულ პორტებში საკონტეინერო ნაკადების მოცულობა წელს 24%-ით არის შემცირებული. 

2021 წლის იანვარ-ივნისში საკონეინერო ტერმინალებმა სულ 203,808 კონტეინერი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 63,743 კონტეინერით ნაკლებია. 

სტატისტიკიდან იკრვევა ისიც, რომ წელს ფოთის პორტის ტვირთბრუნვა შემცირდა, ბათუმის პორტში კი გადაზიდვების ზრდაა.

საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვის მოცულობა 2021 წლის 6 თვეში ასეთი იყო:

• ფოთის პორტი - 3.5 მილიონი ტონა, კლება 12.5%;
• სუფსის საზღვაო ტერმინალი - 2.1 მილიონი ტონა, წინა წელთან შედაებით უცვლელია;
• ბათუმის საზღვაო ნავსადგური - 1.8 მილიონი ტონა, ზრდა 6%;
• ყულევის ტერმინალი - 0.9 მილიონი ტონა, წინა წელთან შედაებით უცვლელია.

რკინიგზამ კი წელს 6 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2020 წელთან შედარებით 9%-ით მეტია.