მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს შემდეგ Ryanair-ი სომხეთის ავიაბაზარზეც შედის

5da71a02e8014
მიხეილ ხაჩიძე
16.10.19 18:10
943

დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური კომპანია Ryanair Airlines-ი საქართველოს შემდეგ სომხეთის ავიაბაზარზეც შედის.


როგორც ერევნის საერთაშორისო აეროპორტში  Ryanair–ის პრეზენტაციაზე ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ბრაიენმა განაცხადა, ავიაკომპანია პირველ რეისს მომავალი წლის 14 იანვარს შეასრულებს. 

პირველ ეტაპზე Ryanair-ი სომხეთიდან რომსა და მილანში იფრენს. ზაფხულიდან კი, ბერლინის რეისებიც დაემატება.

"საშუალოდ, ბილეთის ღირებულება 35 ევრომდე მიაღწევს", - დასძინა ო’ბრაიენმა.


ამასთან, მისივე თქმით, ავიაკომპანია სომხეთი-რუსეთის მიმართულებით ფრენების შესრულებას არ აპირებს.