09.დეკემბერი .2022 13:29

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეული

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეული
views 2764
უკან

საქსტატმა დღეს 2022 წლის მესამე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში უცხოელმა ინვესტორებმა 745 მილიონი დოლარი ჩადეს, რაც წინა წელთან შედარებით 99%-ით მეტია. სტატისტიკის მიხედვით, ინვესტიციებში პირველ ადგილს ესპანეთი იკავებს, საიდანაც მესამე კვარტალში $165.9 მილიონი დოლარი შემოვიდა, სავარაუდოდ, ეს ინვესტიცია თბილისის წყალმომარაგების სისტემის შესყიდვას უკავშირდება. 

BMG-იმ საქსტატისგან გამოითხოვა სტატისტიკა, თუ რომელ კომპანიებში ჩაიდო მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია. უწყების განმარტებით, ისინი რიგითობის მიხედვით რეიტინგს ვერ წარადგენენ, თუმცა აღნიშნული კომპანიების პირველი ათეულის გასაჯაროება (რიგითობის გარეშე) შეუძლიათ. ინვესტორთა სიაში მოხვდა კომპანია "ეპამ სისტემსი", რომელიც კომპიუტერული პროგრამების შემუშავებით არის დაკავებული.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ინვესტორი კომპანიების სია ასე ნაწილდება:

შპს მაგთიკომი (კომუნიკაციები)
სს ენერგო - პრო ჯორჯია (ენერგეტიკა)
შპს ტავ ურბან საქართველო (ავიაცია)
შპს ტოიოტა კავკასია (ავტომობილებით ვაჭრობა)
სს ჯორჯია გლობალ იუთილითიზ (ენერგეტიკა; წყალმომარაგება)
შპს სითი ლოფტი (აზარტული თამაშები)
სს ბიჯეო ჯგუფი (საფინანსო საქმიანობა)
შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია) (კომპიუტერული ტექნოლოგიები)
სს ეპ ჯორჯია მიწოდება (ენერგეტიკა)
შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია (ენერგეტიკა).

კომპანიები რიგითობის მიხედვით არ არიან დაჯგუფებული.