მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-მეორე ინვესტორი ქვეყანა თურქეთია - რომელ სექტორებსა და კომპანიებში ჩაიდო ყველაზე მეტი ინვესტიცია?

ინვესტიციები

2023 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებულ 505.7 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილი თურქეთმა დაიკავა.

წინასწარი მონაცემების მიხედვით, მეზობელი ქვეყნიდან აპრილ-ივნისის პერიოდში 71 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა. უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის მეორე კვარტალში თურქული ინვესტიციის მოცულობა 20.5 მლნ დოლარს, 2021 წლის ამავე პერიოდში კი 30.9 მლნ დოლარს შეადგენდა.

BM.GE-მ დაინტერესდა ეკონომიკის რომელ სექტორებში განხორციელდა ყველაზე მეტი თურქული ინვესტიცია და რომელ კომპანიებში ჩაიდო ეს თანხები. საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემებიდან ირკვევა, რომ FDI -ის დიდი ნაწილი ენერგეტიკის სფეროში განხორციელდა. სექტორების რეიტინგი კი ასეთია:


1. ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება: 54.8 მლნ დოლარი;
2. ხელოვნება, გართობა და დასვენება: 12 მლნ დოლარი;
3. საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი: 5 მლნ დოლარი;
4. დამმუშავებელი მრეწველობა: 3.5 მლნ დოლარი;
5. მშენებლობა: 2.7 მლნ დოლარი;
6. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები: 2.5 მლნ დოლარი;
7. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები: 2.4 მლნ დოლარი;
8. განათლება: 1.1 მლნ დოლარი;
9. განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები: -6 მლნ დოლარი;
10. ტრანსპორტი და დასაწყობება: -8.8 მლნ დოლარი;

რაც შეეხება საწარმოებს, სადაც საანგარიშო პერიოდში თურქეთიდან ყველაზე მსხვილი პირდაპირი ინვესტიციები ჩაიდო, რა თქმა უნდა მათ შორის ენერგეტიკის დარგში მოქმედი კომპანიებიც მოხვდნენ. ინვესტორი კომპანიების TOP-5-უელი კი ასეთია: სს მინა; შპს აჭარა ენერჯი-2007; შპს ენკა რინიუებლზ; შპს ოქროს ლომი; შპს პრინცესს ბათუმი.

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

როგორც ვხედავთ, ინვესტორი კომპანიების ჩამონათვალში შპს ენკა რინიუებლზიც გვხვდება, რომელიც „ნამახვანიჰესის“ პროექტის ინვესტორი იყო, ამ ეტაპისთვის კი პროექტი შეჩერებულია და ENKA-ს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დავა დაწყებული. აქედან გამომდინარე BMG დაინტერესდა, როგორ მოხვდა „ენკა რინიუებლზ“-ი TOP-ინვესტორების სიაში.
როგორც „საქსტატში“ განგვიმარტეს, აღნიშნულის მიზეზი შპს „ენკა რინიუებლზ“-ის მიერ 2023 წლის II კვარტალში „დიდი სესხის აღებაა“, რაც FDI-დ კლასიფიცირდა, თუმცა სესხის მოცულობას კონფიდენციალურობის დაცვის გამო, არ ასახელებენ.

TOP-პირველი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა - რომელ კომპანიებში ჩაიდო ყველაზე მეტი ინვესტიცია?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები