მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და მოლდოვას კითხვარს 11 აპრილს გადავცემ - ევროკომისარი

62516b3acb8b1
BM.GE
09.04.22 15:12
1101
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე წერს, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს ორშაბათს, 11 აპრილს გადასცემს.

„ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გუშინ გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას. პასუხი ევროკომისიას სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ მოსაზრებების მომზადებაში დაეხმარება, როგორც ამას ევროკავშირის საბჭო ითხოვს”, – აცხადებს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.

საქართველომ ევროკავშირს ოფიციალური განაცხადით ბლოკში გაწევრიანების თაობაზე გასულ თვეში მიმართა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ აპლიკაციას ხელი 3 მარტს მოაწერა.