მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გაგრძელდა

5e9eefbf86e5c
ინგა მურუსიძე
21.04.20 17:07
5650
"27 აპრილიდან ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვები მოიხსნება" - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა გრძელდება მიმდინარე კვირის ჩათვლით, 27 აპრილამდე. ეს არ ეხება სამედცინო სფეროს წარმომადგენლებს, ადგილზე მიტანის სერვისის თანამშრომლებს, საკვებ და სასურსათო ობიექტებს, მიტანის სერვისის თანამშრომლებს და ინფრასტრუქტურული სამუშაოების განმახორციელებელ სამუშაოებს. ასევე, ეკონომიკური საქმიანობის შემსრულებელ აქტორებს", - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, "კოვიდ 19-ის გლობალური გამოწვევა ძალიან მძიმედ აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკაზე.

"უნდა გავაგრძელოთ იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ვირუსის მასიური შეჩერების შესაძლებლობას მისცემს. ორშაბათიდან, 27 აპრილიდან გარკვეული შეზღუდვების მოხსნა დაიწყება, მათ შორის ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვების მოხსნა. 2-3- კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად დავიწყებთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელებას", - აღნიშნა ჩიქოვანმა.