მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ბენზინი ერთ კვირაში 20- თეთრამდე გაიაფდა

5eb010c85fbe0
ლევან თაღიაშვილი
04.05.20 17:40
1526
ბოლო 1 კვირაში ნავთობის ფიუჩერსის ფასი ნიუ-იორკში 7 დოლარითაა მომატებული და თითქმის 20 დოლარამდეა გაზრდილი.

ღირებულება გაიზარდა ლონდონშიც, 7 დოლარიანი მატების შემდეგ Bloomberg-ის მონაცემებით, ბარელი ნავთობი აქ 26.5 დოლარი ღირს.

როგორც Oilprice.com-ის ანალიტიკოსები წერენ, ნავთობის მოპოვების უპრეცედენტო შემცირებამ შედეგი გამოიღო და ფასები დასტაბილურდა, რის შედეგადაც ბოლო 1 თვეში ინდექსები პირველად გაიზარდა.

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო 1 კვირაში ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, 5-დან 4 წამყვან კომპანიაში ბენზინი გაიაფებულია.

Socar-ში კლება 14 თეთრია, "ვისოლში" 5 თეთრი, "ლუკოილში" 10, "გალფში" კი oilnews.ge-ს ინფორმაციით 20 თეთრიანი გაიაფებაც დაფიქსირდა. 

დღეს ყველაზე ძვირად პრემიუმის და რეგულარის ტიპის საწვავი „ვისოლში“ იყიდება, ყველაზე იაფი კი „ლუკოილში“.