მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში BMatch პლატფორმის დანერგვისათვის Central Banking-მა ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურული მომსახურების ნომინაციაში გამარჯვება კომპანია Bloomberg-ს მიანიჭა

60618cdb10839
BM.GE
29.03.21 13:00
719
წამყვანი ფინანსური გამოცემის Central Banking-ის შეფასებით, Bloomberg - ისთვის ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურული მომსახურების ნომინაციაში გამარჯვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა სწორედ საქართველოს ეროვნული ბანკისა და აღნიშნული კომპანიის აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობაა.

როგორც bm.ge-ს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, გამოცემა ხაზს უსვამს 2020 წელს ეროვნული ბანკისა და Bloomberg-ის მიერ სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის ახალი სისტემის - BMatch წარმატებით ამოქმედებას, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და დღეს სავალუტო გარიგებების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ აღნიშნულ პლატფორმაზე სრულდება. BMatch - ზე გაზრდილმა კონკურენტულმა და კიდევ უფრო გამჭვირვალე გარემომ ყიდვა/გაყიდვის შორის სხვაობის - სპრედების - მნიშვნელოვნად შევიწროების შესაძლებლობა შექმნა.

"დღეისათვის BMatch-ზე ბანკთაშორის ბაზარზე საუკეთესო კურსებია და, რაც მთავარია, დადებული გარიგებები კარგად ასახავს იმ დროს ბაზარზე არსებულ კონიუნქტურას. ეროვნული ბანკიც ოფიციალური კურსის გაანგარიშებას სწორედ BMatch პლატფორმაზე დადებული გარიგებებით ახდენს.

Central Banking აღნიშნავს, რომ BMatch-ის გარდა, Bloomberg-ის მხარდაჭერით, რომელიც ქართულ ფინანსურ ბაზარზე ყველაზე აქტიურად გამოყენებადი სავაჭრო პლატფორმაა, ეროვნულმა ბანკმა პანდემიის პერიოდში კიდევ რამდენიმე წარმატებული პროექტი განახორციელა. კერძოდ, დაინერგა სახაზინო ფასიანი ქაღალდების პირველადი დილერების საპილოტე პროგრამა და ფინანსური სისტემისთვის საჭირო ლიკვიდობის მიწოდების მიზნით ამოქმედდა სავალუტო აშშ დოლარი/ლარის სვოპების ხაზი. Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული ლიკვიდობის სტრესის საპასუხოდ, კომერციული ბანკებისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის და მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდური მხარდაჭერის მიზნით სვოპის ხაზი ამოქმედდა.

საერთაშორისო სვოპ ხაზი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), ხოლო ევრო/ლარის რეპო ხაზი - ევროპის ცენტრალურ ბანკთან (ECB) ერთად გაფორმდა. გამოცემა ხაზს უსვამს ფაქტს რომ, Bloomberg-ის და ეროვნული ბანკის თანამშრომლობით, უმოკლეს დროში შექმნა სისტემა და მოხდა ტესტირების გარემოს კონფიგურაცია და რეალურ გარემოში ოპერირების დაწყება როგორც პირველადი დილერის პროგრამის, ასევე სვოპ ხაზების განვითარების მიმართულებით. ეს კი, გლობალური პანდემიის გამოწვევის პერიოდში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით წარმატებული შედეგია.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, BMatch პლატფორმაზე მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ბანკი, 15 კომერციული ბანკი, 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, 2 ქართული არასაბანკო კომპანია და 1 საერთაშორისო საინვესტიციო ფონდი", - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.