მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დღეს COVID-19-ის მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში

5fa0331c6fd62
BM.GE
02.11.20 20:03
1074
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 42579-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 26800 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 342-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2977 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4293 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 2236 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +18,257; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,655,038. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,236,033. გარდაცვლილთა რაოდენობა 28,473 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 238 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +6,754; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 402,194, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 163,768. გარდაცვლილთა რაოდენობა 7,375, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 69 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +2,302; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 379,775, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 327,007. გარდაცვლილთა რაოდენობა 10,402 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 76 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +1,194; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 93,448, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 56,466. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,391 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 28 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +596; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 57,040, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 44,479. გარდაცვლილთა რაოდენობა 753 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 13 ადამიანი.