მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ფრენები რუსულ Ред Вингс-ს სურს

645e3df1dd2d4
მარიამ ვარადაშვილი
12.05.23 17:27
1137
მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვების მოსხნის შესახებ განაცხადა, რუსულმა ავიაკომპანია Ред Вингс-მა საქართველოში ფრენების სურვილი გამოთქვა. ავიაკომპანიას მოსკოვი-თბილისის რეისზე კვირაში 21 ფრენა სურს. როგორც როსავიაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია ჯამში სამ მიმართულებაზეა განაცხადი შესული: მოსკოვი-თბილისი; ყაზანი-თბილისი და სამარა-თბილისი.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ნებართვა [მუდმივი ან დროებითი] შემდეგ რუსულ ავიაკომპანიებს აქვთ: Азимут; Северный ветер; Аэрофлот; Уральские авиалинии; ЮВТ АЭРО; Смартавиа და Победа. ყველაზე მეტი რეისის შესრულების სურვილი Ред Вингс-ს აქვს.

მიმდინარე კვირიდან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება. პუტინის ბრძანება ხელმოწერისთანავე შევიდა ძალაში. 2019 წლის ზაფხულიდან, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები