მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ფრენის ნებართვა კიდევ ერთმა რუსულმა ავიაკომპანიამ მოითხოვა - მედია

64638d3be5dab
ვიქტორია მღებრიშვილი
16.05.23 18:10
1911
რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენებით კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Ираэро ინტერესდება. ავიაკომპანიამ „როსავიაციაში“ მოსკოვიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენების შესრულებაზე განაცხადი შეიტანა. ამის შესახებ რუსული გამოცემა ავიაკომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

პრესსამსახურში აცხადებენ, რომ „როსავიაციაში“ 19 მაისს სხდომა გაიმართება, სადაც ნებართვის გაცემის გადაწყვეტილებას მიიღებენ. რუსული მედია წერს, რომ მანამდე Ираэро-ს საქართველოს მიმართულებით არ დაფრინავდა.

რუსული გამოცემის ინფორმაციით, ავიაკომპანია Ираэро 1999 წლიდან ოპერირებს და რუსეთის ავიაკომპანიების TOP-20-ეულში შედის. ავიაკომპანია შიდა ფრენების გარდა აზერბაიჯანში, სომხეთში, ისრაელში, ყაზახეთში, ჩინეთში, თურქეთში და უზბეკეთში დაფრინავს. მის თვითმფრინავების პარკში კი Airbus A319-100, Sukhoi Superjet 100, Ан-24, Ан-26, Ан-26-100 და Bombardier CRJ-200 ER შედის.

შეგახსენებთ: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა 2019 წლის 21 ივნისს, საქართველოსთან დაწესებული ავიაემბარგოს გაუქმებას. აღნიშნული ემბარგო 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ იყო დაწესებული, რის გამოც, რუსეთთან ავიამიმოსვლა მესამე ქვეყნების (ძირითადად სომხეთის) გავლით ხორციელდებოდა. ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით პირდაპირი ფრენები შეზღუდვა 15 მაისიდან მოიხსნა. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას 90 დღემდე ვადით უვიზოდ შეძლებენ.