ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე თორნიკე თოხაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში IT სექტორის პოტენციალი ძალიან დიდია, ამასთან დაკავშირებით მან გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.
“საქართველოს ეკონომიკაში IT სექტორის პოტენციალი ყველაზე დიდია, თუ დღეს ჩვენი შემოსავალი 2.9 მილიარდი ლარია, ამ თანხის ზრდა შესაძლებელია 10 მილიარდ დოლარამდე საშუალო ვადიან პერიოდში,ამას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც სწორედ იმ ინტერესის საგანია, რაც IT კომპანიებს იზიდავს ასოციაციისკენ. ამ პროგრამის განხორციელების სამი მთავარი პარამეტრია: წვდომა კვალიფიციურ ადამიანურ კაპიტალთან, ბაზრებთან წვდომაში ხელშეწყობა,იგულისხმება როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზარი, და საქართველოს ეკონომიკის სექტორებს შორის თანამშრომლობა“, - განმარტა მან.
თორნიკე თოხაძე 2022 წელს კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სექტორის ზრდის მიზეზებს ასახელებს და ამბობს, რომ სექტორის ზრდას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი.
„აღსანიშნია, რომ 2022 წელს სექტორის გლობალური ზრდა 8-10%-ს შეადგენდა, გარდა ამისა, რასაკვირველია, რუსეთ-უკრაინის ომმა მიგრაციული პროცესები და კომპანიების რელოკაციები გამოიწვია საქართველოში, ასევე, კომპანიებმა, რომლებიც საერთაშორისო სტატუსით შემოვიდნენ საქართველოში 2-3 წლის გამავლობაში, ფეხი მოიკიდეს, დაასრულეს საკადრო ნაწილის შევსება და გაზარდეს შემოსავლები, ამ ყველაფერმა ერთად კი ძალიან დიდი გავლენა იქონია კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სექტორის ზრდაზე, ამასთან, პანდემიის შემდგომ ტურიზმის აღდგენამაც დიდი გავლენა მოახდინა სექტორის განვითარებაზე“, - აღნიშნავს თოხაძე.
ცნობისთვის: ეკონომიკის ყველაზე დიდი სექტორი ვაჭრობაა, რომლის წილიც მშპ-ში 15%-ია, თუმცა ზრდის ტემპით 2022 წელს ყველაზე გამორჩეული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სექტორი იყო, სადაც მატებამ 49.9% შეადგინა. ასეთი დიდი მატების მიუხედავად სექტორი საქართველოს ეკონომიკის რიგით მეცხრე უმსხვილესი სფეროა და მისი ზომა 2.9 მილიარდ ლარს შეადგენს, თუმცა სავარაუდოდ, მომდევნო წლებში ის უფრო წინ გადაინაცვლებს. საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ მკვეთრად გაიზარდა ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა. თუკი 2021 წელს მასში 30 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, 2022 წლის ბოლოს დასაქმებულთა რაოდენობა უკვე 41.2 ათასს აღწევდა. ეს სამუშაო ძალის 38%-იანი მატებაა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი