მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მეორადი ტანსაცმლის იმპორტი გაიზარდა - TOP-10 ქვეყანა

62051d79c6d0d
ვიქტორია მღებრიშვილი
10.02.22 21:40
1478
გასულ წელს საქართველოდან 9 701 ტონა ნახმარი ტანსაცმლისა და სხვა ნაწარმის შესაძენად 25.5 მლნ დოლარი გავიდა. 2021 წელს, პანდემიურ 2020 წელთან და პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, იმპორტის მოცულობა და ღირებულება გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკით, იმპორტის ღირებულება 2020 წლის მონაცემებს 37.9%-ით, ხოლო მოცულობა - 38.8%-ით აღემატება.

აღნიშნულ პერიოდში საქართველომ მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 43 ქვეყნიდან განახორციელა. თუმცა უმსხვილესი ქვეყნების TOP-10-ეული ასე გამოიყურება:

1. თურქეთი - 8.6 მლნ დოლარი, 3 601 ტონა;
2. აშშ - 3.6 მლნ დოლარი, 403 ტონა;
3. გაერთიანებული სამეფო - 2 მლნ დოლარი, 777 ტონა;
4. ესპანეთი - 1.4 მლნ დოლარი, 512 ტონა;
5. გერმანია - 1.3 მლნ დოლარი, 519 ტონა;
6. პოლონეთი - 1.3 მლნ დოლარი, 654 ტონა;
7. ბელგია - 1.2 მლნ დოლარი, 587 ტონა;
8. ნიდერლანდი - 1.1 მლნ დოლარი, 334 ტონა;
9. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 957.8 ათასი დოლარი, 445 ტონა;
10. იტალია - 847.3 ათასი დოლარი, 327 ტონა.

საიმპორტო ბაზრებს შორის არის ასევე: პაკისტანი, ტუნისი, საფრანგეთი, გაბონი, ბულგარეთი, ისრაელი, ინდოეთი, ერაყი, ბანგლადეში, ავსტრია, უნგრეთი, ნორვეგია, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ლიეტუვა, ფილიპინები, შვეიცარია, კანადა, რუსეთი და სხვა.