მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მშენებლობის ღირებულება გაიზარდა - საქსტატის ინდექსი

623c23cc22224
BM.GE
24.03.22 11:56
991
მშენებლობის ღირებულების ინდექსი, რომელიც სამშენებლო მასალების; მანქანა დანადგარების; ტრანსპორტირების და სამშენებლო სექტორის ხელფასებისგან შედგება ყოლევკვარტალურ ჭრილში მშენებლობის თვითღირებულების ცვლილებას აჩვენებს. 

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში მშენებლობის ღირრებულების ინდექსი 13.6%-ით გაიზარდა. 

ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 17.4 პროცენტიანი ზრდით, რაც 9.64 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

ინდექსის ცვლილება ასეთია:

სამშენებლო მასალები - წლიურად გაზრდილია ფასი 17.4%-ით, რაც ინდექსის ზრდაზე 9.64%-ით აისახა;
ხელფასები - წლიურად გაზრდილია ფასი 6.6%-ით, რაც ინდექსის ზრდაზე 2.01%-ით აისახა; 
მანქანა-დანადგარები - წლიურად გაზრდილია ფასი 13.5%-ით, რაც ინდექსის ზრდაზე 0.67%-ით აისახა; 
ტრანსპორტირება, საწვავი, ელექტროენერგია - წლიურად გაზრდილია ფასი 22.9%-ით, რაც ინდექსის ზრდაზე 0.26%-ით აისახა; 
სხვა ხარჯი - წლიურად გაზრდილია ფასი 13.1%-ით, რაც ინდექსის ზრდაზე 1.05%-ით აისახა;