მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში საწვავი გაძვირდა

60269273d2b82
ვიქტორია მღებრიშვილი
12.02.21 19:08
4333
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი წლის შემდგომ საცალო ქსელებში საწვავი საშუალოდ 15 თეთრით გაძვირდა. როგორც გაერთიანების თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, საწვავზე ფასები გაიზარდა როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ სადგურებზე.


მთავრალაშვილი ნავთობპროდუქტებზე ფასების ცვლილებას საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაძვირებული ფასით ხსნის და განმარტავს: „პლატცის" მიხედვით წლის დასაწყისიდან ბენზინის შემთხვევაში ფასი 1 ტონაზე 100 დოლარითაა გაზრდილი, დიზელის შემთხვევაში კი 60 დოლარით. ეს საქართველოში საწვავის გაძირების ძირითადი მიზეზია. იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს გლობალურად ფასების მომატება სამომავლოდაც მოხდება“, - განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე $60-ს გადააჭარბა და 11 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 61.14 (- 0.33) დოლარი შეადგინა. ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი 58.24 (- 0.44) დოლარით განისაზღვრა.

Bloomberg-ის ცნობით, ბაზრის მონაწილეები ნავთობზე ფასის მატებას კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესის აქტიურ დაწყებას უკავშირებენ. ნავთობის გაძვირება კი ოქტომბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ვაქცინის გამოყენებაზე პირველი ცნობები გამოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები